თეგებით ძიება
08. 02. 2024 მსოფლიო

ქალაქ ნიკოპოლის მერის მოადგილე მანქანაში ჩაცხრილეს

8 თებერვალს უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში ქალაქის მერის მოადგილის, ვიტალი ჟურავლევის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ჟურავლევის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

"8 თებერვალს, დაახლოებით დილის 9 საათზე პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ უცნობმა პირმა ესროლა ნიკოპოლის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კუთვნილ მანქანას. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დაადგინა, რომ თავდამსხმელმა გამოიყენა არაიდენტიფიცირებული იარაღი, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სალონში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ 59 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს". - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში. 

უკრაინის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. Українська правда-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი ვერსია ქალაქის მერის მოადგილესა და ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფს შორის 2017 წელს დაწყებული კონფლიქტია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა