თეგებით ძიება

იანვარში 34 ქვეყანაში 6.5 მლნ ლიტრი ქართული ღვინო გაიყიდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან 34 ქვეყანაში 6.5 მლნ ლიტრი ღვინო გაიყიდა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2024 წელი პოზიტიურად დაიწყო და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა იანვარში წლიურად 22%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ღირებულებას, ღვინის ექსპორტით ქვეყანამ 18 მილიონ 217 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ზრდა ამ შემთხვევაში 15%-ია.

ამასთან ერთად, ექსპორტირებულია 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება, ღირებულება კი 2%-ით 13 მლნ დოლარამდე გაიზარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა