თეგებით ძიება
11. 02. 2024 ბიზნესი

როგორია ტაქსით მგზავრობის საფასური საქართველოსა და მსოფლიოში?

საქართველოში ტაქსით გადაადგილება უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში. ერთი კილომეტრი მგზავრობა ჩვენთან 0,75 დოლარი ღირს, თურქეთში კი 0,57 დოლარი - ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.

საბოლოო ჯამში, საქართველო ტაქსით მგზავრობის საფასურით მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. ჩვენთან ტაქსით ერთი კილომეტრის გავლა კი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში. როგორ უკვე აღვნიშნეთ, თურქეთში ერთი კილომეტრი 0,57 დოლარი ღირს, აზერბაიჯანში - 0,59 დოლარი, რუსეთში - 0,33 დოლარი და სომხეთში - 0,30 დოლარი.

გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც ტაქსით გადაადგილება ერთ კილომეტრზე ყველაზე ძვირია:

შვეიცარია - 4,45 დოლარი

ქუვეითი - 3,25 დოლარი

ლუქსემბურგი - 3,23 დოლარი

იამაიკა - 3,22 დოლარი

ალბანეთი - 3,10 დოლარი

ვენესუელა - 2,70 დოლარი

იაპონია - 2,68 დოლარი

ნიდერლანდები - 2,58 დოლარი

ბელგია - 2,58 დოლარი

კატარი - 2,47 დოლარი

გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც ტაქსით გადაადგილება ერთ კილომეტრზე ყველაზე იაფია:

ეგვიპტე - 0,32 დოლარი

უკრაინა - 0,32 დოლარი

შრი-ლანკა - 0,32 დოლარი

ტუნისი - 0,32 დოლარი

ბელარუსი - 0,31 დოლარი

ინდოეთი - 0,30 დოლარი

უზბეკეთი - 0,30 დოლარი

ირანი - 0,30 დოლარი

სომხეთი - 0,30 დოლარი

ფილიპინები - 0,25 დოლარი

ცნობისათვის, გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზა Numbeo 2009 წლის აპრილში დაარსდა. ვებგვერდს კომპანია, Numbeo doo მართავს, რომელიც რეგისტრირებულია სერბეთში. Numbeo-ს დამფუძნებელი მლადენ ადამოვიჩია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა