თეგებით ძიება
12. 02. 2024 მსოფლიო

2008-ში ვერ გამოვიყენეთ უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი თვლის, რომ უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბუფერულ ზონად უნდა იქცეს, ხოლო კიევის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, მისივე აზრით, დაიკარგა მაშინ, როცა 2008 წელს უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღების მოლაპარაკებები ვერ დაასრულეს. ამის შესახებ მან ავსტრიის ყოფილ კანცლერთან, ვოლფგანგ შიუსელთან შეხვედრის დროს ისაუბრა. დიალოგის ნაწილი Die Presse-მ გამოაქვეყნა.

"მოგვწონს თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა რუკაზე არის იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივა მისთვის იქნება ჰქონდეს ბუფერული ზონის ფორმა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს ვერ შედგება, უკრაინა მიწებს დაკარგავს. რუსები უკრაინას ისევ და ისევ გაანადგურებენ. რუსეთის არასდროს შეეგუება საკუთარ ზღურბლთან უკრაინის მსგავს ევროკავშირისა და NATO-ს წევრს. არასდროს." – თქვა ვიქტორ ორბანმა. 

ვიქტორ ორბანის თქმით, 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე, სადაც მხოლოდ დაიდო პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები მომავალში გახდებოდნენ, შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენეს და კიევმა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შანსი დაკარგა.

"როგორც პოლიტიკოსმა, იცით, რომ პოლიტიკაში არსებობს მოქმედების შესაძლებლობის ფანჯრები და მსგავსი შესაძლებლობა არსებობდა 2008 წლამდე, როცა რუსეთი ძალიან სუსტი იყო იმისთვის, რომ დაებლოკა NATO-ს გაფართოება, რომელიც უკრაინასაც მოიცავდა. თუმცა, ეს შესაძლებლობა ბუქარესტის NATO-ს სამიტზე ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ვერ შევძელით წარმატებით დაგვესრულებინა უკრაინასა და საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაბამისად, უკრაინამ დაკარგა ევროკავშირისა და NATO-ს მომავალი წევრობის პერსპექტივა. მას შემდეგ, რუსეთი ძლიერდება. განჭვრეტადი იყო, რომ რუსეთი უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ნებისმიერ მცდელობას შეაჩერებდა." – თქვა ორბანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა