თეგებით ძიება
14. 02. 2024 ვიდეო

უკრაინის დაზვერვა რუსული სადესანტო ხომალდის, "ცეზარ კუნიკოვის" განადგურების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო "ცეზარ კუნიკოვის" აფეთქების კადრებს აქვეყნებს.

რუსული სადესანტო ხომალდი ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.  როგორც დაზვერვა იტყობინება, წარმატებული ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყველა კომპონენტის თანამშრომლობით ჩატარდა.

უკრაინელები "ცეზარ კუნიკოვს"  14 თებერვალს დრონებით დაესხნენ თავს, რასაც ხომალდის აფეთქება და ჩაძირვა მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა