ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6517 ლარი იყო.
გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 2.8339 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8569 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0861 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 თებერვალს შევა ძალაში.