თეგებით ძიება

თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

საუდის არაბეთიდან ჩამოსული ბიზნესსექტორი თბილისში, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა. თბილისში იმყოფება საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრიც, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ცოტა ხნის წინ ფორუმი ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებაზე განიხილავენ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს.

„შეიქმნა კონკრეტული ბიზნეს საბჭო, რომელშიც ქართული და საუდის არაბეთის ბიზნესებია წარმოდგენილი, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ წავახალისოთ ინვესტიციები და სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. დღევანდელი ფორუმი დაწყებული სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა. იმედი მაქვს, ამ ფორუმის ფარგლებში კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი, პირდაპირ ინვესტიციები სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ, იმისთვის რომ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ კი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის თვისობრივად გაუმჯობესება შევძლოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა