უკრაინამ კურსკის ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა
კურსკის ნავთობის ბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რეგიონის ხელმძღვანელი რომან სტაროვოიტი ავრცელებს.
"უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად კურსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა". – წერს სტაროვოიტი.
სტაროვოიტის თქმით ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
9 თებერვალს დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
3 თებერვალს ვოლგოგრადის ოლქში უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ლუკოილის ნავთობის ბაზაზე მიიტანა იერიში.