თეგებით ძიება

„მე მიფიქრია გიგას დაჭერაზე და მასთან წლობით განშორებაზე“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ბაღდათში დამარხული ოჯახის და ემიგრანტი დედის ტრაგედიამ გახლეჩილ ოჯახებზე ფიქრი ამაკვიატა. მე მიფიქრია გიგას დაჭერაზე და მასთან წლობით განშორებაზე. მიფიქრია იმაზე, რომ საღამოობით ვერ ვიკამათებ მასთან გალურჯებამდე. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი. 

"მიფიქრია იმ სიცარიელეზეც, რაც დარჩება, თუ ადგნენ და ჩემი ნების წინააღმდეგ, ქმარი დამაშორეს და იძულებით გახლიჩეს ჩემი ოჯახი. როცა სიღარიბის გამო დახლეჩილ ოჯახებზე და უდედოდ დარჩენილბავშვებზე ვფიქრობ და ვცდილობ მათ ნაცვლად ჩემი თავი წარმოვიდგინო- ყველაზე ახლოს, ზემოთ რაც აღვწერე, მაგ გამოცდილებას მივყავარ (და არც ისე ახლოს არაა).

ამ ქვეყანაში უდედოდ დარჩენილო მოზარდებო, ვიცი რომ დედას ვერავინ შეგიცვლით.მაგრამ თუ ჩემნაირი ფსიხი უფროსის რჩევები გჭირდებათ სად ისწავლოთ, როგორ ისწავლოთ, რა პროფესია აირჩიოთ, ან უბრალოდ თავდაჯერება გაკლიათ, რომ ის აკეთოთ რაზეც ოცნებობთ ..

მომწერეთ და რამეს მოვიფიქრებთ. თუ ინტერესი გაჩნდება, მერე პროექტსაც გავაკეთებ, რომ უფრო ორგანიზებულად მივხედო[email protected] - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა