"ეს ის ადამიანია, რომელთანაც 19 წელი გავატარე...“ - რას წერს მტკვარში გადავარდნილ კაცზე ყოფილი ცოლი
კაცი, რომელიც მეტეხის ხიდიდან ავტომობილით წყალში გადავარდა, 40 წლის გია ფოცხვერაშვილია. მას სამი შვილი დარჩა.
ყოფილი მეუღლის თქმით, მომხდარს შვილები ძალიან განიცდიან.
„ეს ის ადამიანია, რომელთანაც 19 წელი გავატარე... როგორ მტკივა გული, გია, დაიმსხვრა... მისი საუბარი, მისი გაბრაზება, გია.. არავის სტკივა ჩემსავით, დამიჯერეთ...“ - ამბობს ახალგაზრდა ქალი.