მოკლული და მკვლელი მეგობრები იყვნენ - ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარის ახალი დეტალები
თბილისში 25 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა რუსთაველის გამზირზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილს თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა.
არსებული ინფორმაციით, კაცს 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი ერთმანეთს მეგობრები არიან, თუმცა, დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
პოლიციას დაპირისპირებაში მონაწილები პირები ჯერჯერობით არ დაუკავებია. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შსს-მ გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.