თეგებით ძიება

„ღმერთი გაკვეთილებს გვიტარებს და ვისაც შეუძლია შეიმეცნოს, უკეთ არის შეიარაღებული ცხოვრებისეული გამოცდებისთვის“ - გია მურღულია

ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა, რომელსაც ვერც ნიჭიერება ცვლის, ვერც - შრომისმოყვარეობა და ვერც - წინარე ცოდნა.

ღმერთი გაკვეთილებს გვიტარებს და ვისაც შეუძლია დაინახოს და შეიმეცნოს, უკეთ არის შეიარაღებული ცხოვრებისეული გამოცდებისთვის - ის ყველაზე დიდი მასწავლებელია. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. 

გამოცდილება ანალოგიაზე ("ეს ის არის, რაც უკვე იყო ან იმის მსგავსია") დაფუძნებული მომენტალური პასუხია, ამიტომ ასაკი, თანმდევ პრობლემებთან ერთად, წინასწარი უპირატესობაც არის - რასაც სხვათა შემთხვევაში დაფიქრება, ანალიზი, შეფასება და გადაწყვეტილება სჭირდება, გამოცდილი ადამიანი შედარებით მარტივად გაუმკლავდება.

ასე რომ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს.

ბოლოს და ბოლოს, მთავარი ის არის, ვინ ხარ და არა - რამდენი წელი იცხოვრე წუთისოფელში.

წლებს სიკეთეც მოაქვთ და ბოროტებაც, ღირსებაც და დამდაბლებაც, სიბრძნეც და სისულელეც - შენ ის იკითხე, ცარიელი ჭურჭელი, ღმერთისგან ნაჩუქარი შესაძლებლობა რით შეავსე.

გამოცდილება გეხმარება, ამ კითხვასაც გონივრულად და სწრაფად უპასუხო.

შენ ღმერთისგან სწავლობ? - ესე იგი, შენ არსებობ." - წერს გია მურღულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა