რამდენი ადამიანი იღებს 100 ათას ლარზე მეტ ხელფასს საქართველოში?
გასულ წელს ყველაზე მაღალი - 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი 22 998 პირს ჩაერიცხა.
დასაბეგრი შემოსავლის მოცულობამ კი ამ პირებისთვის 5 352 512 486 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს 100 ათას ლარზე მეტი ხელფასის სახით 17 706 ადამიანს ჩაერიცხა. თანხის მოცულობამ კი 4 164 953 632 ლარი შეადგინა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემებითვე, გასულ წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 4 744 პირს ჩაერიცხა.
ყველაზე მეტის - 155 157 ადამიანის წლიურმა ხელფასმა კი 15-დან 20 ათას ლარამდე შეადგინა. 104 767 ადამიანის წლიური ხელფასი კი 2023 წელს 20 ათასიდან 25 ათას ლარის დიაპაზონში იყო.