თეგებით ძიება

სპეციალურად "პიჯაკების საქმეზე" ჩავიცვი ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც ნივთმტკიცებულებაა და მე არ უნდა მქონდეს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს  ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე საკუთარ პროცეს დისტანციურად კლინიკა "ვივა მედიდან" ერთვება. მან თქვა, რომ სპეციალურად ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებაა და წესით მას არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ესეც მიუთითებს რამდენად იურიდიულად გაუმართავია აღნიშნული საქმე.

"მე ერთი რამე კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან, ნივთმტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში. მე დღეს სპეციალურად პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ის ნივთმტკიცებულება, ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს, თავისთავად რომ ის პიჯაკები მაქვს მე, ნუთუ ეს არ მიუთითებს იმაზე რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა