თეგებით ძიება

" მამაოობა ფურცელზე დაწერილი სტატუსია ამათთვის, თუ არსებობს რამე უფრო მაღალი, წმინდა და ფასეული?" - რას წერს გურამ შეროზია?

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სინოდის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც ცნობილი გახდა, რომ პეტრე კოლხს საეკლესიო სასჯელი დაედო და ყოველგვარი მღვდელმსახურება აეკრძალა.  

"პეტრე კოლხი სანამ მამაო იყო - ოდნავ რამეზე იხუმრებდი და შემოგესეოდა მრევლი: she dampalo, gmertkacze xumroba rogor seilzbeaaa urjulooo

ახლა შეუჩერეს მღვდელმსახურებაო და იგივე ხალხი ისე ლანძღავს - წაკითხვაზეც კი სისხლი მომდის ლამის თვალებიდან.

ჰოდა მამაოობა ფურცელზე დაწერილი სტატუსია ამათთვის, თუ არსებობს რამე უფრო მაღალი, წმინდა და ფასეული? 

საერთოდ რა ხდება, ყველა გვერდზე პეტრე კოლხის კრიტიკა (რბილად რომ ვთქვათ) რატომ მხვდება? არა, არ მომწონს არანაირად ასე მასობრივი თრევა, არავისი საერთოდ", - წერს ბლოგერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა