ნავალნი დაიღუპა იმისთვის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა, თავისუფლებისთვის - სუნაკი
"ნავალნი დაიღუპა იმისთვის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა, თავისუფლებისთვის. მომხდარზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი საუბრობს.
"ნავალნი დაიღუპა იმისთვის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა, თავისუფლებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ ალექსეი ნავალნის ოჯახს. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ შეეცადა პუტინი რომ ის მოეკლა, ამის გათვალისწინებით, მისი საქციელი იყო ჩვენი დროის ერთ-ერთი ქველაზე დიდი გამბედაობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე პუტინს ეკისრება", - ამბობს სუნაკი.