თეგებით ძიება
22. 02. 2024 მსოფლიო

რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა, თუ ახლა არა, კონფლიქტის სხვა ფაზაში - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის.

„სად უნდა გავჩერდეთ? - არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? - დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე ფაზაში", - განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ქალაქს აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგეები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და კიევის რეჟიმს წარმოადგენენ „მარიონეტები, რომლებსაც არ აქვთ სინდისი და არ ეშინიათ თავიანთი ქვეყნის მომავლის“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა