თეგებით ძიება
22. 02. 2024 მსოფლიო

ჩეხეთმა აშშ-ის გადასცა საქართველოს მოქალაქე ომაროვი, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი

ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა საქართველოს მოქალაქე, ფოლად ომაროვი, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი,  მათ შორის ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში.

Radio Prague International-ის ინფორმაციით, კაცი გასული წლის იანვარიში დააკავეს. მან ექსტრადაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საკონსტიტუციომ ჩეხეთის იუსტიციის მინისტირს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ფოლად ომაროვი დაეხმარა მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებას, მის სახლში 2022 წელს ნიუ-იორკში. მას და ეჭვმიტანილ ბანდის ლიდერს რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისი მკვლელობისთვის 30 000 დოლარის გაგზავნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა