„სინამდვილეში იმიტომ ხართ ჩუმად, ფულები და აურაცხელი ქონება მოიხვეჭოთ“ - მამა პეტრე
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„ეკლესიის ერთგულებო”, დანაშაულზე თვალის დახუჭვას ერგულებას რომ ეძახით და სინამდვილეში იმიტომ ხართ ჩუმად, ფულები და აურაცხელი ქონება მოიხვეჭოთ, ამას უკვე ყველა ამჩნევს…
თქვენ კი გაქვთ სირაქლემის პოზიცია მორგებული, თავი მიწაში ჩარგული, მაგრამ გადავსებულ ჯიბეებს ვეღარ მალავთ…
არავის, მითუმეტეს მე, არასდროს მაინტერესებდა სხვისი ცოდვა და შეცდომა, მაგრამ დანაშაულებების კასკადზე თვალის დახუჭვა, ერთგულება არა, ქრისტეს და სამშობლოს დაუფიქრებელი ღალატია… ცხოვრებაში არც ერთი ქმედება არ დარჩება პასუხგაუცემელი, ერთმანეთს რომ ყველაფერი ვაპატიოთ, სამყარო არ გვაპატიებს…
ერთგულება ის არის, როცა სრულიად უანგაროდ ემსახურები ქრისტეს და ადამიანებს, მაგრამ შენი გაზულუქების გამო სიჩუმეს რომ ირჩევ, უკვე ლაჩარი და მონა ხარ!…“