ცნობილია 26 წლის ბიჭის ვინაობა, რომელმაც მამა მოკლა - დანაშაულის შესახებ პოლიციას მისმა არასრულწლოვანმა დამ აცნობა
მამის მკვლელობისთვის დაკავებულია შვილი - დანაშაული გლდანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა. მკვლელობისთვის დაკავებული რევაზ გამხიტაშვილია, ხოლო მოკლული გელა გამხიტაშვილი.
როგორც ადგილობრივები საუბრობენ, დანაშაული შესაძლოა ფინანსურ თემას უკავშირდებოდეს, ამასთან, როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაულს ოჯახის მცირეწლოვანი წევრიც შეესწრო. სწორედ, ბრალდებულის 12 წლის დამ დარეკა 112-ში. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.