თეგებით ძიება

„მთლიანად ჩამოიწერება და განულდება საპენსიო სესხები“ - გიორგი ვაშაძის დაპირება

„მთლიანად ჩამოიწერება და განულდება საპენსიო სესხები“ - ამის ჩამოწერის შესახებ გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, ინვესტორებსაც შემოიყვანს და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის.

„სამწუხაროდ არაფერი მოგვარებულა, ახლა გადაუგდეს 5 ლარი პენსიონერებს და თითქოს ამით ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ 15 მილიონს რომ ყოველწლიურად იღებს „ლიბერთი ბანკი“ და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე სულ რაღაც 7 მლნ უჯდება ამ რამდენიმე პროცენტის დაკლება, ეს სამართლიანია? ისევ „ლიბერთი“ დარჩა მოგებული.

ამიტომ, როგორც კი გავიმარჯვებთ, პირველი, რასაც ვიზამთ, მთლიანად ჩამოიწერება და განულდება საპენსიო სესხები, პირობას ვაძლევ ყველა პენსიონერს. საუბარია 400 მლნ ლარზე“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ექნება უსწრაფესი ეკონომიკური ზრდის ტემპი. „ვინც მე მიცნობს, ვისაც ჩემთან და ჩემს გუნდთან შეხება ჰქონია, ყველამ ხომ იცის, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა