თეგებით ძიება
24. 02. 2024 მსოფლიო

ქვეყნები, სადაც კერძო პირების სიმდიდრე მომავალ ათ წელში ყველაზე მეტად გაიზრდება

New World Wealth-მა და Henley&Partners-მა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა, BRICS-ის ბლოკის ქვეყნებში მომდევნო ათწლეულში სიმდიდრის ზრდის შესახებ.

კვლევის თანახმად, 2033 წლისთვის კერძო პირების სიმდიდრე, ერთ სულ მოსახლეზე, ბლოკში შემავალ ქვეყნებში ასე გაიზრდება:

ინდოეთი - 110%-ით

საუდის არაბეთი - 105%-ზე მეტით

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 95%-ით

ჩინეთი - 85%-ით

ეთიოპია - 75%-ით

სამხრეთ აფრიკა - 60%-ით

ეგვიპტე - 55%-ით

ცნობისთვის, BRICS არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, ეთიოპიასა და ირანს.

ამჟამად BRICS-ის ბლოკში მთლიანი ინვესტირებადი სიმდიდრე 45 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი მილიონერი მოსახლეობა, სავარაუდოდ, 85%-ით გაიზრდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა