თეგებით ძიება
27. 02. 2024 ბიზნესი

რა შემთხვევაში გჭირდებათ ოპტიმო?

თუ გაქვთ სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზია, დრაივი, აგრომარკეტი, სწრაფი კვების ობიექტი და გიჭირთ მარაგების მართვა, ყოველთვის არ გაქვთ სრულყოფილი ინფორმაცია შესყიდვებზე, გაყიდვებზე, სტატისტიკებზე - მაშინ ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო გჭირდებათ. 

რა არის ოპტიმო და რაში ეხმარება ბიზნესებს? 

ოპტიმო  - ეს არის მარაგებისა და გაყიდვების მართვის პროგრამაა სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის, რომელიც იძლევა საშუალებას, აკონტროლოთ შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავალი, მოგება და ადევნოთ თვალი თქვენს ბიზნეს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ლეპტოპით ან მობილურით. 

მაღაზიის პროგრამა ოპტიმო  იდეალურად აგვარებს მარაგების აღრიცხვის, მართვისა და კონტროლის პრობლემას, რაც  არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ნებისმიერი ტიპის ბიზნესის მართვაში. როგორც წესი ამ საქმეს დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი სჭირდება, რათა თქვენს ობიექტზე არსებული პროდუქცია სრული სიზუსტით იყოს აღწერილი.  პროგრამაში პროდუქციის ერთჯერადად შეყვანა სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ მუდმივად გქონდეთ განახლებული ინფორმაცია საწყობსა და დახლებზე არსებული პროდუქციის სახეობებისა და რაოდენობების შესახებ. 

ოპტიმო მუდმივად მოგაწვდის განახლებულ მონაცემებს გაყიდვების, შესყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ, ასევე  იძლევა მზა სტატისტიკებსა და  ანალიტიკას, მისი დახმარებით მარტივად შეგიძლია გაიგო, რომელია შენი ბესტსელერი პროდუქტი და არასდროს გახადო ის დეფიციტური. 

ოპტიმო ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ახალი პროდუქციის მიღებისას მარტივად ხდება  პროგრამაში ასახვა და rs.ge - ზე ზედნადებების გადატანა.

აღსანიშნავია, რომ ოპტიმოს  დაკავშირება შეიძლება სასწორთან, სალარო აპარატთან და ბანკის პოს ტერმინალთან. 

ოპტიმოში მუშაობა არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ცოდნას, აქვს ორი სამუშაო დაფა, ერთი  - მენეჯერებისთვის, მეორე კი - მოლარეებისთვის. 

ფილიალები, გაყიდვები და შესყიდვები, მარაგები, მომწოდებლებთან ანგარიშსწორება, იურიდიულ პირზე გაყიდვები, წარმოება - ყველა ხსენებული საკითხი თავს იყრის მენეჯერის სივრცეში, მეტიც შესაძლებელია ფიზიკური მაღაზიისა და Glovo, Extra.ge, Woocommerce-ს ზემოხსენებული სივრციდან მართვა.

მოლარისთვის განკუთვნილი სივრცე სამუშაოს უმარტივებს არამარტო მოლარეს, არამედ მომხმარებლისთვისაც ძალიან კომფორტულია, რადგან ოპტიმოს მოლარის პროგრამით სწრაფად ტარდება პროდუქცია, ასევე წარაფად ხორციელდება გადახდები, რაც უზრუნველყოს სწრაფ მომსახურებას, არ ქმნის რიგებს და უხერხულობას. 

მარკეტების ამ ძალიან საჭირო პროგრამით სარგებლობისთვის არ დაგჭირდებათ დიდი ფულადი რესურსი, თვეში სულ რაღაც 40 ლარად შეგიძლიათ ისარგებლოთ სავაჭრო პროგრამით ოპტიმო და გაიმარტივოთ ბიზნესის მართვა.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა