საქართველოში 647 479 ადამიანი ღარიბია - სად ცხოვრობს ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი?
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 479 ადამიანი იღებს, რაც 20 189 ადამიანით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში სოციალურ დახმარებას 667 668 პირი იღებდა.
ამასთან, 2024 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები 647 479 პირიდან, 208 085-ს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება.
წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი სოციალური დახმარების მიმღები თბილისში ცხოვრობს, (საერთო რაოდენობის თითქმის 21%) რომელსაც ქვემო ქართლი (14,2%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (12,1%) მოსდევს.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
თბილისი - 136 564 ადამიანი
ქვემო ქართლი - 92 054 ადამიანი
იმერეთი - 79 100 ადამიანი
სამეგრელო ზემო სვანეთი - 78 429 ადამიანი
კახეთი - 63 447 ადამიანი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 67 418 ადამიანი
შიდა ქართლი - 54 266 ადამიანი
გურია - 26 001 ადამიანი
სამცხე ჯავახეთი - 19 240 ადამიანი
მცხეთა მთიანეთი - 17 689 ადამიანი
რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13 271 ადამიანი