თეგებით ძიება
28. 02. 2024 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილის დაუსწრებლად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ლიდერს, მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა - TASS ავრცელებს.

"მოსკოვის ბასმანისრაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამულაშვილ ზურაბის ძე უშანგის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა, რომლის ათვლაც დაიწყება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციისა ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი", - განუცხადეს TASS-ს სამართალდამცავ ორგანოებში.

ცნობილია, რომ სასამართლო მამულაშვილს დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირებასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მედიის საშუალებით სიძულვილის გაღვივებას სდებს ბრალად.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველ მებრძოლზე ძებნა 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოაცხადა.

იმავე პერიოდში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მამულაშვილი და კიდევ 70-ზე მეტი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა