„პრეზიდენტის განცხადება ეთიკას მოკლებულია, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა“ - ანდრია ჯაღმაიძე
„პრზიდენტისთვის, მით უმეტეს, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა“, – ასე ეხმიანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას იმედი აქვს, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაყვება.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, „პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით, ბევრ კითხვებს ბადებს:
„გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისვე, როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია „ახლოსაა ძალასთან“?
სამწუხაროა, ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპურ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.