თეგებით ძიება

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს არჩილ თალაკვაძე დაიკავებს? - რას აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი?

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე კან­დი­და­ტუ­რის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა.

კი­თხვა­ზე, მი­ი­ღო თუ არა მან ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, თა­ლაკ­ვა­ძემ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

"ეს არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვა, მისი დის­კრე­ცია, მან მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სექ­ტორ­ში კი­დევ უფრო მეტი პროგ­რე­სის მიღ­წე­ვას. მან თქვა, რომ კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ეს ასეც იქ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით შე­ირ­ჩე­ვა ახა­ლი კან­დი­და­ტუ­რა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ,რომ სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი ამ პო­ზი­ცი­ის­თვის. ვინც არ უნდა იყოს ეს ადა­მი­ა­ნი, მას ექ­ნე­ბა გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილს, მეც მინ­და მას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა კარ­გი საქ­მის­თვის, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლო.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სექ­ტორ­ში უფრო მეტი პროგ­რე­სის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გა­ვი­მე­ო­რებ, მინ­და მეც მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილს ყვე­ლა იმ კარ­გი საქ­მის­თვის, რო­მე­ლიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­კე­თა და შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. მი­ნის­ტრო­ბის ახალ კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ, ვი­ნა­ი­დან ეს არის პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვა. ის არის ადა­მი­ა­ნი, ვინც კონ­სულ­ტა­ცი­ებს წარ­მარ­თავს და სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წა­რუდ­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამა­ზე მეტს ამ სა­კი­თხზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით,“ - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა დღეს და­ტო­ვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა