როგორ ითვლის საქსტატი საშუალო ხელფასს
2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 1855.4 ლარია. რას ნიშნავს ეს?
დასაქმებულ ადამიანთა ხელფასების საშუალო არითმეტიკული არ ნიშნავს, რომ ეს ანაზღაურება მოსახლეობის უმეტესობას აქვს. ზოგადად თუ გვინდა რომ სოციალური სურათი უკეთ აღვიქვათ, მოდა და მედიანა უფრო დაგვეხმარება. მედიანა გვიჩვენებს მოსახლეობის 50%-ს რამდენი აქვს ანაზღაურება. მედიანური ხელფასი საქართველოში 1000 ლარს შეადგენს, ანუ დასაქმებულთა თითქმის ნახევარი თვეში 1000 ლარზე ნაკლებს იღებს. ხელფასების მოდა კი გვიჩვენებს დასაქმებულების ყველაზე გავრცელებულ სახელფასო ჯგუფებს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საშუალო სტატისტიკური ქართველი სრულ განაკვეთზე საშუალოდ 1000-1200 ლარს იღებს (თბილისი).
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქსტატის მონაცემი 1855.4 ლარი გახლავთ საშემოსავლოსა და საპენსიოს ჩათვლით (ჯამში 22%). მაშასადამე საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი (net) 1454.6 ლარი ყოფილა. PMCG კვლევითი ცენტრის მიხედვით, დასაქმებულთა 23% თვეში 600 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებს, ხოლო 9600 ლარზე მაღალ ხელფასს მხოლოდ 1.6%