მსოფლიოში ჭარბწონიანთა რიცხვი გაიზარდა - საგანგაშო სტატისტიკა
ბოლო ათწლეულებია ზრდასრულ მოსახლეობაში ჭარბწონიანთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 1 მლრდ.-ს გადააჭარბა, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 1/8 ნაწილი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) 220 მილიონზე მეტი ადამიანი შეისწავლა მასშტაბური კვლევების ფარგლებში. 1990 წლის მონაცემთან შედარებით მოზარდებში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა ჭარბი წონა. გოგონებში, ჭარბწონიანობის წილი 2-დან 7%-მდე გაიზარდა, ბიჭებში კი 9%-მდე.
ჭარბწონიანობაში ზრდასრულების შემთხვევაში ის მდგომარეობა იგულისხმება, როდესაც ადამიანს BMI 30 კგ/მ2 ან უფრო მაღალი აქვს. ცნობისთვის, სხეულის მასის ინდექსის ნორმალური მაჩვენებელი 18.5-25 კგ/მ2 უნდა იყოს.
ცნობისთვის, ჭარბიწონა თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა. ის დაკავშირებულია დიაბეტის, სიმსივნური პათოლოგიებისა და სხვა დაავადებების გაზრდილ რისკთან. მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება კი ცხოვრების ჯანსაღი წესია.