თეგებით ძიება

„ძალიან სუსტი ბავშვია... ამ დღეებში მისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა" - რას ჰყვება მამა 13 წლის მოზარდზე, რომელიც 16 წლის ბიჭთან ერთად დაიკარგა

იორ­მუ­ღან­ლო­დან ორი მოზარდი გაუჩინარდა. 13 წლის გო­გო­ს და 16 წლის ბიჭს 28 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ეძებენ. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და ისი­ნი ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით გა­ი­პარ­ნენ. გო­გოს ოჯა­ხი კი ამ­ბობს, რომ მათ შვილს გა­თხო­ვე­ბა არ უნ­დო­და და შე­საძ­ლოა, ის მო­ი­ტა­ცეს.

ცნო­ბი­ლია, რომ გუ­შინ პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ბი­ჭის მამა და ბიძა და­ა­კა­ვა.

მო­ზარ­დე­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მა­მას რაულ რა­სუ­ლოვი AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- ჩემი გო­გო­ნა ოთხი დღეა მო­პა­რუ­ლია, პო­ლი­ცია ეძებს. ბი­ჭის ოჯა­ხი ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, დღეს გა­ვი­გე, რომ მამა და ბი­ძაც და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან. მე 13 წე­ლია ყა­ზა­ხეთ­ში ვარ, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე. თბი­ლის­ში ბინა გვაქვს და ჩემი ოჯა­ხი იქ ცხოვ­რობს.

- თქვე­ნი გო­გო­ნა თბი­ლი­სის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და?

- არა, იორ­მუ­ღან­ლოს სკო­ლა­ში და­დი­ო­და, მაგ­რამ წელს თვა­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ერთ თვალ­ზე ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ, მე­ო­რე თვალ­ზე ამ დღე­ებ­ში უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ოპე­რა­ცია, სა­ბუ­თებს ვე­ლო­დე­ბო­დი. ვერ სწავ­ლობს, კი­თხვა უჭირს და ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ წელს არ წა­სუ­ლი­ყო სკო­ლა­ში. ბავ­შვი სათ­ვა­ლეს ატა­რებს. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ქარ­თუ­ლი კარ­გად ის­წავ­ლე და მე­ო­რე წლი­დან თბი­ლი­სის სკო­ლა­ში გა­და­გიყ­ვან-მეთ­ქი. ამი­ტომ ბავ­შვს წელს სკო­ლა­ში არ უვ­ლია და თბი­ლის­ში იყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იორ­მუ­ღან­ლო­ში ჩა­ვიდ­ნენ ჩემი ბიჭი, მე­უღ­ლე და გო­გო­ნა, შარ­შან ბი­ძაშ­ვი­ლი და­მე­ღუ­პა და ერთი წლის­თა­ვი იყო. იმ ღა­მეს მო­ი­პა­რეს ჩემი გო­გო­ნა.

- იცო­დით, რომ ამ ბიჭს უყ­ვარ­და?

- არ ვიცი, 13 წლის ბავ­შვმა რა იცის სიყ­ვა­რუ­ლის?!. ძა­ლი­ან სუს­ტი ბავ­შვია, ყვე­ლაფ­რის ეში­ნო­და და კან­კა­ლებ­და, სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვია. ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, მე ყა­ზა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი, იმ ბი­ჭის მა­მას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, წა­იყ­ვა­ნეთ ჩემი გოგო და უკან მი­იყ­ვა­ნეთ, 18 წლამ­დე იყოს ოჯახ­ში და თუ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ-მეთ­ქი, დამ­თან­ხმდა მა­მა­მი­სი და მერე რა მოხ­და, არ ვიცი. ვე­უბ­ნე­ბი, ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც და­მა­ლა­პა­რა­კეთ, რომ მი­თხრას, ცო­ცხა­ლი ვარ მამა, არ არის ბავ­შვი.

- ვინ­მემ და­ი­ნა­ხა რო­გორ გა­ი­ტა­ცეს?

- არა, სათ­ვა­ლე ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი და მთე­ლი ოჯა­ხი ეძებ­და. დე­დას უთხრა, აბა­ნო­ში შე­ვალ, შე­იძ­ლე­ბა იქ დამ­რჩაო, ეზო­ში გა­ვი­და და ასე უცებ რა მოხ­და, არ ვიცი. არა­ვის არ და­უ­ნა­ხავს. მე ახლა თბი­ლის­ში ვარ, ცოტა ხნის წინ გა­ვი­გე, რომ მამა და ბიძა და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან.

სამი თვის წინ ყა­ზა­ხე­თი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ორი კაცი მო­ვი­და ჩემ­თან თბი­ლის­ში. მი­თხრეს, შენი გოგო გვინ­და ჩემი ძმის შვი­ლის­თვი­სო. ვუ­თხა­რი, მო­შორ­დით აქე­დან, მე­ო­რედ ასე­თი რამე აღარ მი­თხრათ-მეთ­ქი, გა­უკ­ვირ­დათ, რა­ტო­მო, ვუ­თხა­რი, გოგო კი არა, ბალ­ღია ჩემი შვი­ლი, წა­დით, მო­შორ­დით აქე­დან. იმის შემ­დეგ არა­ფე­რი აღარ ყო­ფი­ლა. სო­ფელ­შიც ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, ბიძა და­ვი­ნა­ხე, მი­თხრა, რა­ტომ არ მოგ­ვე­ცი შენი გო­გო­ნაო, ვუ­თხა­რი, და­ამ­თავ­რეთ ლა­პა­რა­კი-მეთ­ქი.

- ბიჭი 16 წლის არის, ხომ?

- ასე ამ­ბო­ბენ, არ ვიც­ნობ ამ ბიჭს, 13 წე­ლია ყა­ზა­ხეთ­ში ვცხოვ­რობ, რომ ჩა­მოვ­დი­ვარ ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ვარ, სო­ფელ­ში ორი დღით თუ ჩავ­დი­ვარ. მთე­ლი სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. დღე და ღამე ეძე­ბენ, ფერ­მებ­შიც კი, მაგ­რამ არ­სად არ არი­ან. მა­მამ იცის, დე­და­მაც მე მგო­ნი...

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა