"ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ..." - ბიჭი, რომელსაც ბათუმში 1 მარტიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ბიჭი, რომელსაც ბათუმში 1 მარტიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"გლოვობს ჩემი ბათუმი ხელვაჩაური, გარდაიცვლა 27 წლის გიორგი გორგაძე.
ვუსამძიმრებ სრულიად ხელვაჩაურს, შენთან რა უნდოდა სიკვდილს...
'შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიოს ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს...
გიო ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს რომელმაც ასეთი კეთილშობილი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, ესეთი შემზარავი სიკვდილი სიკვდილსაც ხომ გააჩნია... არ იმსახურებდა.... გადაინაცვლა მარადიულობაში...
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს საყვარელ ხელვაჩაურს ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ... გაყინული გაქვავებული დაუბრუნდი შენს საყვარელ მეუღლეს და ოჯახს", - წერს შოთო სიხარულიძე.