თეგებით ძიება

რა უფასო გამოკვლევები, ვიზიტები და მკურნალობა ეკუთვნით სახელმწიფოსაგან 6-17 წლის ასაკის მოზარდებს ?

ოჯახის ან სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებას ბინაზე;

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფას (აცრა-ვიზიტი);

ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასებას;

პრევენციულ ღონისძიებებს;

დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მართვას;

ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენას და რეფერალს სპეციალიზებულ დაწესებულებაში;

ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობას;

სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურებას ბინაზე;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;

სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტების გაცემა (გარდა ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა).

ექიმის დანიშნულებით, ინსტრუმენტულგამოკვლევებს - ელექტროკარდიოგრაფია;

ექიმის დანიშნულებით, შემდეგ ამბულატორიულკლინიკურ-ლაბორატორიულგამოკვლევებს:

სისხლის საერთო ანალიზი;

შარდის საერთო ანალიზი;

გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;

კრეატინინი;

ჰემოგლობინი;

ქოლესტერინი სისხლში;

შრატში ლიპიდების განსაზღვრა;

განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

პროთრომბინის დრო (INR).

6-17 წლის (ჩათვლით) ასაკისმოზარდს, ოჯახისანსოფლისექიმისმიმართვით, 70%-ით (30%-იანითანაგადახდით) აუნაზღაურდება:

ექიმ-სპეციალისტთამომსახურება - ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია;

ამბულატორიულდონეზე, ექიმისდანიშნულებით, ინსტრუმენტულიგამოკვლევები: საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად); შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად); გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია; ძვლების რენტგენოგრაფია;

კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები - ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - TSH.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - ფინანსდება ღირებულების 100%-ით.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:

ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე − 15 000 ლარი.

კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია – არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

გადაუდებელი მდგომარეობები – მომსახურება ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის (ლიმიტის ფარგლებში) თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები:

მომსახურება ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა (ლიმიტის ფარგლებში).

კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები

წლიური ლიმიტი 15 000 ლარი.

მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის.

ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი):

ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია;

საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები) მკურნალობა;

ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა)

ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება - ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება (მათ შორის, დიაგნოსტიკური კვლევები და მედიკამენტები)

მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას.

ინფექციური დაავადებების მართვა

ინფექციური დაავადებების (მათ შორის, სეფსისი, პარაზიტოლოგია) სტაციონარული მკურნალობა

მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია

მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან და ფინანსდება განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა