თეგებით ძიება
05. 03. 2024 სპორტი

ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ 21 მარტს მატჩს ილია თოფურია დაესწრება

ილია თოფურია 21 მარტს დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ფეხბურთის ფედერაციაში დაუდასტურეს.

"ილია თოფურია მატჩს დაესწრება. რაც შეეხება თამაშამდე საჩემპიონო ქამრის გამოტანას, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება". - უთხრეს ტაბულას ფედერაციაში.

21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა