თეგებით ძიება
05. 03. 2024 ბიზნესი

შენ თუ არა სხვა იცხოვრებს

სამშენებლო სექტორი მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უფრო მეტად ვითარდება. თანამედროვე მომხმარებელიც სულ უფრო მომთხოვნი ხდება და ბინის შეძენისას უკვე ისეთ ფაქტორებს აქცევს დიდ ყურადღებას, რასაც ადრე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა - ეკოლოგიურ გარემოს, სწორ დაგეგმარებას, უსაფრთხოებას, მშენებლობის ხარისხს და ა.შ. აქედან გამომდინარე, დეველოპერულ კომპანიებს უწევთ მუდმივად იფიქრონ განვითარებაზე და მომხმარებლებს მათ მოთხოვნებზე მორგებული ყველა საჭირო სერვისი თუ ინფრასტრუქტურა შესთავაზონ.

სწორედ სამშენებლო სექტორის პერსპექტივებსა და მომხმარებელთა სურვილებზე დაკვირვების შედეგად წამოიწყო „ალფა სახლმა” დიდ დიღომში უპრეცედენტო მასშტაბის საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე მუშაობა, რომელსაც „სხვა უბანი” დაარქვა.

იმისთვის, რომ „ალფა სახლისა“ და მისი ახალი პროექტის შესახებ მეტი დეტალი გაგვერკვია, კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერს, ირა მელიმონაძეს გავესაუბრეთ.

- ირა, პირველ რიგში გვიამბეთ „ალფა სახლის“ შესახებ...

- „ალფა სახლი“ ბაზარზე 2004 წლიდან პოზიციონირებს და არაერთი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტის ავტორია, ხოლო აქტიურად ბრენდი 2018 წლიდან იმკვიდრებს სახელს. ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული პროექტებით, ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიკავა და გაყიდვების მიმართულებით ბაზრის 10-12% უჭირავს, რაც მოგეხსენებათ, არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

- რა გამოარჩევს მას კონკურენტებისგან?

- „ალფა სახლისთვის“ თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებული და უნიკალურია. რაც უფრო გავიზარდეთ მით უფრო მეტად ვისწავლეთ, რომ ძვირფასია ჩვენი მობინადრეები, ამიტომ მათზე ზრუნვა და მათი ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილება „ალფა სახლისთვის“ უმნიშვნელოვანესი მისიაა.

- დიდ დიღომში მიმდინარე ახალ პროექტზე რას გვეტყვით? რა არის ის მთავარი უპირატესობა, რომლითაც პოტენციური მყიდველები უნდა დააინტერესოთ?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „სხვა უბანი”, თავისი მასშტაბურობით, დედაქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეებს ტოლს არ უდებს, როგორებიცაა:

დიღმის ტყე-პარკი (20.5 ჰა);

ექსპო ჯორჯიას ტერიტორია (15,3 ჰა);

კუს ტბის ტერიტორია (20 ჰა);

კიკვიძის პარკი (8 ჰა) და ა.შ.

შესაბამისად, თავისი მასშტაბით ის უნიკალურია ამიერკავკასიაში. მთავარი უპირატესობა, აქამდე არარსებულად დიდი და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც 6 ჰა-ს (60 000 კვ.მ.) მოიცავს. ხუმრობით რომ ვთქვა, 8 ათასამდე მობინადრიდან, თითოეულს თავისი წილი 8 კვ.მ. გამწვანება „ერგება“.

- საიდან გაჩნდა ამ პროექტის იდეა და რატომ შეარჩიეთ დიდი დიღომი?

- ჩვენ მომხმარებელი უკვე კარგად გვიცნობს და იცის, რომ „ალფა სახლი“ დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს, საცხოვრებელი გარემო იყოს ყველა იმ საჭიროებით აღჭურვილი, რაც ადამიანს მშვიდი, უსაფრთხო, კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ სახლების აშენება, არამედ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მეტი სიმწვანე და ბუნებასთან ახლოს ყოფნის საშუალება იქნება, რაც თბილისს ასე სჭირდება. დიდი დიღომი კი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი და საინვესტიციო მდებარეობა ხდება.

- რატომ „სხვა უბანი”?

- სახელწოდება ჩანაფიქრს ამართლებს, რადგან პროექტი 16 ჰექტარის ათვისებას და მასზე უბნის გაშენებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს იქნება „უბანი უბანში”, რადგან აქ შენდება 14 - 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, საბავშვო ბაღი, საოფისე და კომერციული ფართები, სპორტული მოედნები, რეკრეაციული ზონა, რომელიც 6 ჰექტარს დაიკავებს და საცხოვრებლად საჭირო და კომფორტულ გარემოს შექმნის.

მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვები!

დეტალებისთვის დარეკეთ: 245 17 17 ; 514 10 70 70 ; *7171

საზღვარგარეთიდან Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: 514 10 70 70


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა