თეგებით ძიება

"იქნებ კარგად დაფიქრდეთ, სად მოდიხართ? ზოგს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს, სულ კარგავენ ადამიანურ სახეს..." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი?

"რამდენი ხალხი გამორბის საქართველოდან და შემოდის მექსიკით. სულ იმაზე მეფიქრება, თუკი იმის ფული აქვთ, რომ აქ ჩამოვიდნენ, ხომ ჯდება, ასე, 10 000 დოლარი? რამდენი ჯდება? ზუსტად არ ვიცი. ვახ, კაცო, წამოსვლის ფული თუ აქვთ, არ ჯობს იმ ფულს ფული აშოვნინონ და საკუთარ ქვეყანაში იყვნენ?" - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამერიკაში ცხოვრება ძალიან ძვირია, ემიგრანტებს კი თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ.

"ძალიან მეცოდება ყველა ახალი ჩამოსული, უსაბუთო, უმუშევარი. განა ისეთს რას აკეთებენ აქ? ზოგს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს. ძალიან ძვირია აქ ცხოვრება - ბინის ქირა, კვება, გადასახადები.

სულ კარგავენ ადამიანურ სახეს. 24 საათი შრომაში არიან და მაინც არაფერი გამოსდით.

იქნებ კარგად დაფიქრდეთ, სად მოდიხართ?

ჩემი გული სულ საქართველოსკენ იწევს. ყველაფრის გაკეთება მანდ მინდა. შვილი და ქმარი რომ არ მყავდეს, ერთი დღე არ გავჩერდებოდი აქ.

ჯერ ხომ რას ვჭამთ? - ნაგავს. ორგანიკი საკვებიც კი ნაგავია.

ორი კვირა ვიყავი იტალიაში ამ ზაფხულს. ვჭამდი: პიცა, პასტა, პასტა, პიცა და საერთოდ არ მომიმატია. აქ სულ დიეტაზე ვარ, პურს არ ვჭამ, ცომეულს არ ვეკარები და მაინც მიგროვდება მუცლის ცხიმი.

სამშობლო სულ სხვაა. აქ ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნებით. აქაურობა ჩვენი მაინც ვერ გახდება.

ახლა ნუ დამეტაკებით, მე ჩემი აზრი გითხარით. რჩევა მკითხეთ და ა, ბატონო, საჯაროდ დავწერე პასუხი, რომ სხვებმაც ნახონ, რას ვფიქრობ აქ წამოსვლაზე.

არავის წყენინებას არ ვაპირებ.

უბრალოდ ვამბობ, რომ სამშობლოს არაფერი სჯობს.

დეკემბერში თბილისში რომ მივფრინავდი, ორი ბიჭი შემხვდა აეროპორტში, ერთად ვიმგზავრეთ. მექსიკით შემოსულები იყვნენ და უკან ბრუნდებოდნენ, საქართველოში, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ამერიკაშიო. ასეც ხდება და გაითვალისწინეთ.

ვიღაცებს უმართლებთ და ადვილად შოულობენ სამსახურს, ვიღაცები კი უბრალოდ ვერ უწყობენ ფეხს აქაურობას!" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა