თეგებით ძიება
05. 03. 2024 მსოფლიო

ილია თოფურიამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა. გამოცემა Marca-ს ცნობით, ინფორმაცია ესპანეთის პროფესიული განათლებისა და სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ დაადასტურა.

ილია თოფურიას, რომელიც ესპანეთში თითქმის 15 წელია ცხოვრობს, მოქალაქეობის მიღებას გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი დაჰპირდა.

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ილია თოფურიამ გადაცემაში El Hormiguero განაცხადა, რომ მისი ოცნებაა, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღოს. თოფურიას თქმით, ის გეგმავდა, რომ ესპანეთის პრემიერმინისტრისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად დახმარება პირადად ეთხოვა.

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა