თეგებით ძიება

დღეს ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.

დღესვე ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ასევე, გუდნი იოჰანესონი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს.

ვიზიტს დადებითად აფასებენ სახელისუფლებო გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტები ქვეყნებს შორის აღრმავებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ურთიერთობებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა