თეგებით ძიება
06. 03. 2024 ბიზნესი

კრისტალში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

კრისტალში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში ყველაზე მეტი მოცულობის ან რაოდენობის გზავნილს გაანაღდებენ, კომპანიის მხირდან  ფასიანი  საჩუქარებით, მათ შორის  აიპადით, სმარტ საათით, მარშალის დინამიკითა და სხვა საინტერესო საჩუქრებით დასაჩუქრდებიან. 

აღსანიშნავია ისიც, რომ  გზავნილების მიღება- გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სპეციალური სავალუტო კურსით.

აქცია ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის,  ინტელექსპრესის, რიას , ზოლოტაია კორონას და  მიმინოს გზავნილის სისტემით მიღებულ გზავნილებზე. 

აქცია ძალაშია 2024 წლის 1 მარტიდან  -31 მაისამდე მდე.

„კრისტალი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე და ცდილობს შექმნას ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომელიც მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული. ამჯერად, ჩვენს მომხმარებლებს ფულადი გზავნილის აქცია შევთავაზეთ და ყველაზე მეტი მოცულობის ან რაოდენობის გზავნილებზე ფასიანი საჩუქრები დავაწესეთ, რაც ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის, ასევე, ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და კრისტალთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, კარგი მოტივატორი იქნება“ - აღნიშნავენ კრისტალში. 

დეტალები იხილე ბმულზე https://bit.ly/4bOWbHa


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა