შოვის ტრაგედიას თბილისში ქანდაკება მიუძღვნეს - ქანდაკება ისანში დაიდგა
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ას ჯორჯიას“ ინიციატივით, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალის დადგმა იგეგმება. როგორც TIA.GE-ს კომპანიაში განუცხადეს, ინფორმაცია არასწორად გავრცელდა და ქანდაკება არა შოვში, არამედ თბილისში, ისანში მდებარედ პარკში განთავსდა.
„ქანდაკება - "ჩვენ ერთად" კომპანია "ას ჯორჯიას" ინიციატივით მიეძღვნა, 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ მოვლენებს. მემორიალი შესრულდა მოქანდაკე ერეკლე წულაძის მიერ. მემორიალი განთავსებულია ისანის რაიონში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - “პარკ ბულვარის“ პარკის ნაწილში, რომლის სამშენებლო პროცესიც დასკვნით ეტაპზეა“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.