შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება
შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედური სატელევიზიო არხი TV4 Nyheterna ავრცელებს.
შვედური TV4-ის ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა ორშაბათს, 11 მარტს აღიმართება.
„ღონისძიებაზე ნატო-ს ელჩები იქნებიან მიწვეული, ასევე, შვედეთის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციები გაიმართება“, - აცხადებს შვედური სატელევიზიო არხი.
შეგახსენებთ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა, თამაშ სულიოკმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.