თეგებით ძიება

„შემდეგი მთავრობა ან იქნება კოალიციური, ან იქნება დიქტატურა“ - თინა ხიდაშელი

„არაფერი მიანიშნებს დღეს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას - და ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის“, - ამის შესახებ TIA GE-სთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

„არაფერი მიანიშნებს დღეს იმაზე, რომ ქართული ოცნება შეძლებს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას - და ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის, თუმცა ეს იმაზეცაა დამოკიდებული საარჩევნო ბიულეტინში როგორი არჩევანი დახვდებათ ამომრჩევლებს“, ამბობს ხიდაშელი და დასძენს, რომ შემდეგი მთავრობა უნდა იყოს კოალიციური.

„შემდეგი მთავრობა ან იქნება კოალიციური ან იქნება დიქტატურა“, - აცხადებს იგი.

ყოფილი პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება კვლავ ერთპიროვნულად შეინარჩუნა, მას აუცილებლად ექნება დიქტატურის დამყარების მცდელობა. მისი აზრით, თუ ოპოზიცია სწრაფად არ დაიწყებს კამპანიას და არ მოვა ფორმაში, ეს საფრთხე რეალურია.

მიუხედავად ამისა, ხიდაშელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს:

„ჩვენი ამომრჩეველი კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის სწორად მოქმედებს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა