თეგებით ძიება
06. 03. 2024 მსოფლიო

სომხეთი ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

სომხეთის პოზიციაა, რომ ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურება მთლიანად სომეხი მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

კითხვას, განიხილება თუ არა აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის საკითხი, გრიგორიანი პასუხობს, რომ სომხეთს აქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური წერილით აცნობებს რუსეთის ფედერაციას ამ მკაფიო პოზიციის შესახებ.

კითხვაზე, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ სომხეთს აქვს აეროპორტის სრული კონტროლის პოტენციალი.

ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გასვლა რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემაც მოითხოვა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა