ნაგავსაყრელზე ახალშობილის ცხედარი იპოვეს - სად მოხდა შემთხვევა?
პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, ახალშობილის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"პეტროპავლოვსკ-კამჩატსკსში მდებარე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნაგავში იპოვეს ახალშობილი მამრობითი ბავშვის ცხედარი. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლით „დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.