თეგებით ძიება

"რუსული რეჟიმი" არჩევნებისთვის ამზადებს გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „რუსული რეჟიმი“ აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის და ამზადებენ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ასევე მთელი რიგი პროვოკაციების მოწყობა იგეგმება.

“მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იდეოლოგიურ მზადყოფნაში იყვნენ. ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას“,-განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა