თეგებით ძიება

სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი უტევენ ეკლესიას და ცდილობენ, რომ რაღაცები მოიგონონ - მამუკა მდინარაძე

სააკაშვილის განცხადების შეფასება უკვე თავს ზემოთ ძალის პოვნის ტოლფასია. არასერიოზული კაცია. არ მგონია, რომ უნდა შევაფასოთ [მისი განცხადებები]. სისულელეებს იგონებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თქმით, რუსული რეჟიმი საქართველოში არჩევნების და ეკლესიაში გადატრიალებისთვის ემზადება.

„სააკაშვილის განცხადების შეფასება უკვე თავს ზემოთ ძალის პოვნის ტოლფასია. არასერიოზული კაცია. არ მგონია, რომ უნდა შევაფასოთ [მისი განცხადებები]. სისულელეებს იგონებს, გამოდის და სისულელეებს ჰყვება და ამის საშუალებას აძლევენ. კომენტარს მიღმაა მისი არაადეკვატურობა. სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი უტევენ ამ ეკლესიას და ცდილობენ, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით რაღაცები მოიგონონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უსაფუძვლოდ ხომ არ გააკეთებდა ამ განცხადებას სააკაშვილი, მდინარაძე ამბობს, რომ მისი განცხადებების აღარავის სჯერა.

„როგორ იკადრებდა?! „ტვ პირველი“ მეკითხება, სააკაშვილი უსაფუძვლოდ ხომ არ გააკეთებდა ამ განცხადებასო და რადგან თქვენ ასე გჯერათ სააკაშვილის, მოდი სხვას დავუგდოთ ყური, ვისაც აღარ სჯერა. არავის სჯერა უკვე სააკაშვილის. როგორ შეიძლება სააკაშვილის ნალაპარაკევს ასე ენდოს „ტვ პირველი“, - აღნიშნა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა