თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

მოხალისეთა შეიარაღებული ჯგუფები აცხადებენ, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის საზღვარი გაარღვიეს

ლეგიონებმა "свобода россия"-მ (რუსეთის თავისუფლება), РДК-მ (რუსეთის მოხალისეთა კორპუსი) და "ციმბირის ბატალიონი" იტყობინებიან, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარი გადალახეს და შევიდნენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში. ეს დაჯგუფებები უკრაინის მხარეს იბრძვიან.

"რუსეთის თავისუფლება" რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული და აკრძალულია, მათ "ტელეგრამზე" გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც ღამითაა გადაღებული და ნაჩვენებია ჯავშანტექნიკის გადაადგილება. 

"როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ლეგიონშიც ვოცნებობთ პუტინის დიქტატურისგან გათავისუფლებულ რუსეთზე. მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ვოცნებობთ: ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ამ ოცნებების ასრულებისთვის", - ნათქვამია "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" განცხადებაში, რომელიც "ტელეგრმაზე" გამოქვეყნდა.

ლეგიონი ამბობს, რომ მოაშორებენ ქვეყანას რეჟიმს და რომ რუსები თავისუფლებად შეძლებენ თქვან, რასაც ფიქრობენ და ხმა მისცემ მას, ვისაც უნდათ.

"ციმბირის ბატალიონმა" გამოქვეყნებული პოსტით რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების იგნორირებისკენ მოუწოდა.

"ბიულეტენები და საარჩევნო უბნები ამ შემთხვევაში ფიქციაა. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მხოლოდ იარაღით ხელში", - აცხადებს ბატალიონი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლა მიმდინარეობს კურსკის ოლქის დაბა ტეტკინოსა და ბელგოროდის ოლქის დაბა გორკოვსკისთან.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა ჩაწერა მოკლე 47-წამიანი ვიდეო, სადაც ის ადასტურებს, რომ სოფელ ტეტკინოში საბრძოლო მოქმედებებია.

"იყო ДРГ-ის (დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი) გარღვევის მცდელობა, იყო სროლა, მაგრამ გარღვევა არ ყოფილა", - ამბობს ის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა