თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვა უკრაინიდან სამი მიმართულებით საზღვრის გარღვევის მცდელობას ადასტურებს

რუსეთი ადასტურებს, რომ ბელგოროდსა და კურსკში უკრაინის მხრიდან რუსეთის საზღვრის გარღვევის მცდელობას ჰქონდა ადგილი - "დღეს დილით, 12 მარტს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ნაწილებთან ერთად, ჩაშალეს კიევის რეჟიმის მცდელობა, გაეღწია რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში" -  ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 3 საათზე, "სამოქალაქო სამიზნეების ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, უკრაინული ტერორისტული ფორმირებები ტანკებითა და ჯავშანტექნიკით ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ერთდროულად შეჭრას სამი მიმართულებით. ბელგოროდის რეგიონის ოდნორობოვკას, ნეხოტეევკასა და სპოდარიუშინოს დასახლებებიდან". 

რუსეთის თავდაცვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა "უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა თავდასხმა" მოიგერიეს.

შეგახსენებთ, ლეგიონებმა "свобода россия" (რუსეთის თავისუფლება), РДК (რუსეთის მოხალისეთა კორპუსი) და "ციმბირის ბატალიონი" გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარი გადალახეს და ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შევიდნენ. 

ცნობისთვის, ეს დაჯგუფებები უკრაინის მხარეს იბრძვიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა