"იგი იყო უკეთილშობილესი პიროვნება" - "ერისიონი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
"ერისიონი", სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„გარდაიცვალა „ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ბატონი ჯემალ მუსერიძე, რომელიც ანსამბლში 20 წელი მღეროდა. იგი იყო იშვიათი ბანის მქონე მომღერალი და უკეთილშობილესი პიროვნება.
ანსამბლის სახელით, ვიზიარებთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას...
დაკრძალვა: 14 მარტს, 2 საათზე
მის: უნივერსიტეტის ქუჩა 6“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.