"16 წლიდან შრომობს, ვოკალიც გადასარევი აქვს, პლასტიკაც, რატომ საზრდოობს მასის ნაწილი სხვების გულის ტკენით?“ - გურამ შეროზია ნუცა ბუზალაძეზე
მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს სახელით იმღერებს. ცნობილია სიმღერაც, რომლითაც იგი მსმენელის წინაშე წარდგება.
Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.
ვიდეოკლიპის წარდგენას, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, ნუცას ცნობილი მომღერლების, შაკირას და ბიონსეს მიმბაძველობაშიც დებენ ბრალს, ზოგმა ხმა დაუწუნა, ზოგმაც ტონალობა.
აღნიშნულს ბლოგერი გურამ შეროზია ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ძალიან სამწუხაროა ეს ნეგატივი, რაც ტრიალებს ეს ორი დღეა ნუცაზე.
ყველა ექსპერტი რომ გახდა, ზოგი ტონალობას უწუნებს, ზოგმა შაკირას ბაძავსო, ზოგმა - ბიონსესო, არც სიმღერაო, არც არაფერიო.
აი აზრი ამ ნეგატივის? კრიტიკა მხოლოდ მაშინ არის მართებული, როცა მას რაღაცის შეცვლა/გაუმჯობესება შეუძლია, სხვა შემთხვევაში უბრალოდ ნეგატივის ნთხევა და საკუთარო გაუბედურებული ეგოს ამაღლების არაჯანსაღი მცდელობაა.
გოგო 16 წლიდან თავისით შრომობს, აღწევს, ვოკალიც გადასარევი აქვს, პლასტიკაც, ვიზუალიც, მსოფლიოც მოიარა, ჰოდა ამ კომენტარებით მხოლოდ იმას იზამთ, რომ თვითშეფასებას დაუგდებთ, მოტივაციას ჩაუკლავთ და ხელს შეუშლით, თუმცა ესეც არ მგონია შეძლოთ, იცის თავისი თავის ფასი.
არ მოგწონს? გამოთქვი ცივილიზებულად, ან არ გამოთქვა საერთოდ, რატომ საზრდოობს მასის ნაწილი სხვების გულის ტკენით ვერაფრით ვხვდები.
აქვე: იუუუ%*უბზე “ვარდები” მოძებნეთ, გახსენით და რასაც ნახავთ - გაგაოცებთ", - წერს გურამ შეროზია.