დოლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6570 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9061 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9052 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0828 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 მარტს შევა ძალაში.